მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ქეიფებმა თბილისიდან მცხეთასა და შემოგარენში გადაინაცვლა

5f8d69717b8d3
ინგა მურუსიძე
19.10.20 14:31
938
"ქეიფებმა თბილისიდან მცხეთასა და შემოგარენში გადაინაცვლა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიუღებელია და ადამიანები მსგავსი შეკრებებით „ცეცხლს ეთამაშებიან“.

„პირბადეზე უკეთესი არაფერი არ არის, ყველაზე კარგად იცავს და ამას უნდა მივეჩვიოთ. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და არ შევიკრიბოთ. მიუხედავად მოწოდებებისა, ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში და ირგვლივ ადგილებში გადაინაცვლა. ცეცხლს ვეთამაშებით, ამ შეკრებების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ყველა წესს დავიცავთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, - განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქში 22:00 საათის შემდეგ რესტორნები დახურულია.