მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: რესტორნები ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია"

6076c43f3bce7
ინგა მურუსიძე
14.04.21 14:33
2423
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს ეთანხმება და აცხადებს, რომ რესტორნები კორონავირუსის გავრცელების საკითხში ერთ-ერთი მთავარი წამახალისებელია. განცხადება მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„რესტორნებზე დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია". არის რესტორნები, სადაც დაცულია პირობები, რომელთაც მათ ვაძლევთ, მათ შორის ორმეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის, მაგიდასთან ოთხი ადამიანი და ა.შ. უფრო მეტი რისკი არის დიდი სუფრები, რომლებიც, იცით, რასაც უკავშირდება, როცა ეს წესები აბსოლუტურად არ არის დაცული. 17-18 კლასტერიდან უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის სუფრებს უკავშირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე - შეზღუდვების დაწესება დაიწყება თუ არა სწორედ რესტორნებიდან, NCDC-ის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვის შემოღება არ განიხილება.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესტორნები მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ვირუსის გავრცელებისას ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ სარესტორნო ბიზნესია.