12.მარტი .2020 20:17

ამირან გამყრელიძე სამედიცინო კერძო სექტორს მიმართავს

views 466
უკან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამედიცინო კერძო სექტორს მიმართა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ კერძო სექტორს, ძლიერ კერძო სექტორს საქართველოში, როგორც ჰოსპიტალურ და ამბულატორიულს, ასევე ფარმაცევტულს. არ ვისარგებლოთ ახლა ამ მდგომარეობით, როდესაც გარკვეული დეფიციტია სახარჯი მასალების მთელ მსოფლიოში... დამცავი საშუალებების და ა.შ. იგივე შეიძლება იყოს გლობალურად დეფიციტი გარკვეული წამლებისა. არ ვისარგებლოთ ამითი და ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა იმ საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც ამ დროს საჭიროა ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში სამედიცინო ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, გვაქვს ძალიან კარგი თანამედროვე ჰოსპიტლები.

„მე დარწმუნებული ვარ კერძო სექტორი სერიოზულ როლს ითამაშებს ამ პასუხში და ისინი ისეთივე სოლიდარული იქნებიან და არ იქნება განსხვავება სახელმწიფოა თუ კერძო. ჩვენ სულყველა ვართ ერთნი - სახელმწიფო, კერძო და თქვენ ერთად საზოგადოება“, - განაცხადა გამყრელიძემ.