25.აგვისტო .2020 15:30

ამირან გამყრელიძე: საქართველო რეგიონსა და ევროპაში ოაზისად გამოიყურება

views 470
უკან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეგულაციების და შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელების დროს ინფიცირების არსებული რაოდენობით ზრდა პროგნოზირებადია, მაგრამ მატების ამ ფარგლებში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

ამირან გამყრელიძე ვიდეო მიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

„პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ ყველა რეკომენდაცია დასაცავია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ექვემდებარება მართვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას - რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენს რეგიონში გამოიყურება ოაზისად და ასევე, ევროპაშიც, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რამეთუ მთელ მსოფლიოსა და რეგიონში ეპიდსიტუაცია სახარბიელო არაა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსისგან მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევები კი 8-ით 1429-მე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, სულ - 1150-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა