05.მაისი .2020 19:44

ამირან გამყრელიძე: საქართველოში, დაახლოებით, 12-დან 15-მდე covid-კლასტერია

views 615
უკან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, დაახლოებით, 12-დან 15-მდე კლასტერია.

ამის შესახებ facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი, რადგან იქ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (198 შემთხვევაა).

„გასულ შაბათს ვიყავი ამ რეგიონში. გვქონდა შეხვედრები სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, გუბერნატორი ბრძანდებოდა და ასევე სამედიცინო საზოგადოება და დავსახეთ იქ მთელი რიგი ღონისძიებები, იმიტომ, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი დაზიანებული. მთლიანად ამ რეგიონში 198 დადებითი შემთხვევა გვაქვს 604 შემთხვევიდან, რაც არის შეთხვევების 33%, განსაკურებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში - 117, შემდეგ თეთრიწყაროში - 48, მარნეულში - 33, ამ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა, 2000 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა PCR ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ შეიმუშავეს რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაინტენსიურდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად გამოიკვლიონ ადამიანების დიდი რაოდენობა და ინფიცირებულებს დროულად უმკურნალონ.

„მსგავსმა ღონისძიებებმა კარგი შედეგები მოგვცა აჭარაში; იცით „ქობულეთის კლასტერი“, სადაც რამდენიმე ათეული დადებითი შემთხვევა გვქონდა და თითქმის ბოლო 10 დღეა ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა