მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: "საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება"

5e33dc56b542d
ინგა მურუსიძე
31.01.20 11:56
2001
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ამბობს.

„ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსის  არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომლებიც არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა რიცხვში, მაგრამ მაინც დაწესდა ზედამხედველობა. ორი იყო ჩინელი ბავშვი, ტყუპები, გადმოყვანილი იყვნენ ყაზბეგიდან; ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურდათ, რომ ჰქონდათ A ტიპის H1N1 ვირუსი, რაც შემდგომ ლუგარის ლაბორატორიაში დაფიქსირდა. რაც შეეხება კიდევ ორ ადამიანს, ერთ ქალს და ერთ მამაკაცს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ, ისინი სწრაფი ტესტით გაიტესტნენ გრიპზე და ნეგატიური პასუხი აღმოჩნდა. დღეს ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულად ჩვენს ქვეყანაში დადასტურდა, რომ კორონავირუსი არ აქვთ, დღეს სრულიად ჯანმრთელები არიან, ჩვენ გავგზავნით მონაცემებს როტერდამში, სადაც მოხდება გატესტვა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ გვაქვს კორონავირუსთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.