19.აგვისტო .2020 12:50

ამირან გამყრელიძე: საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნის გადავადება ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა

views 3105
უკან

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 30 სექტემბრამდე საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნა გადავადდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  მისი თქმით, ქვეყანაში ავიამიმოსვლა გაზრდილია და რამდენიმე რეგულარული ფრენა ისედაც აღდგენილია.

„ლუფთჰანზა“, „ეარფრანსი“ დაფრინავენ კვირაში ორჯერ, „ეარბალტიკი“ დაფრინავს, ასევე, საქართველოს ავიახაზები დაფრინავს გარკვეული პერიოდულობით. მთლიანად ევროპაში ფრენების მობილობა 60-70%-ით არის შემცირებული, ამიტომ არაფერია გასაკვირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაში. საქართველოში ეპიდსიტუაცია არის მართვადი და ეს დამსახურებაა იმ ნაბიჯების, რაც გადავდგით, მათ შორის ფრენების შეზღუდვის თვალსაზრისით. მესმის, რომ ეს გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ინფექციის მაქსიმალური გავრცელება, უცბად ყველაფრის გახსნა არ შეიძლება. ამიტომ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 30 სექტემბრამდე საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნა გადავადდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.