13.მარტი .2020 22:04

ამირან გამყრელიძე: „შემთხვევათა ზრდა გვექნება“

views 1593
უკან

„პიკი ყოველთვის დგება ეპიდემიის დროს. შემთხვევათა ზრდა გვექნება, იმიტომ რომ შემთხვევათა ქვესვლა არის მხოლოდ ჩინეთში, სადაც დღეს მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, რაოდენობა გახლავთ დაახლოებით ჩინეთთან ერთად 140 000, ანუ 60 000 შემთხვევაა უკვე ჩინეთს გარეთ. ყველა ქვეყანაში ფიქსირდება დღეს სერიოზული ზრდა. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას. ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე დაინფიცირების 25 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა