მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები არაა საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება

5fb2652b1a6dd
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.20 15:53
2126
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძით განცხადებით, დღეს დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დღესაც იყო და კიდევ გაგრძელდება.

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ეს შეზღუდვები არ არის საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა; კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ და მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინასწარ რა შეზღუდვებზეა საუბარი, ვერ იტყვის და განმარტა, რომ "ლოქდაუნი" ანუ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.