მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: წლის ბოლოსთვის ქვეყანაში არაერთი ვაქცინა იქნება

6062e6aabcce8
ინგა მურუსიძე
30.03.21 13:13
540
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ივლისიდან საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ როცა ქვეყანაში ვაქცინების შესაბამისი მარაგი იქნება, ყველა კლინიკა მომარაგდება, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესაძლებლობა ყველგან იყოს შესაძლებელი.

გამყრელიძის თქმით, ახალ ვაქცინებს შედარებით მეტი თანამდევი ეფექტი აქვს, ამიტომ ამბულატორიული დაწესებულებები, ჰოსპიტლები გაფართოვდება და ისინი ახალი ვაქცინების გაკეთებაზე ადაპტირდებიან.

NCDC-ის ხელმძღვანელმა დღესვე ვაქცინების მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნოვავაქსის“, „ფაიზერის“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და ა.შ. ვაქცინების შეძენაზე. ამირან გამყრელიძის ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში არაერთი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. 

„მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებლებთან. გუშინ მოვიდა კონტრაქტი „ნოვავაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ორი თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ ამ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც წარმოების პრინციპით განსხვავდება დღეს არსებული „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“, „ფაიზერის“ და ყველა სხვა ვაქცინისგან.

„ნოვავაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან უკვე მისცა ლიცენზია ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“, რათა მილიარდი დოზა ვაქცინა აწარმოონ; „კოვაქსიც“ მისგან უნდა მომარაგდეს და იქიდან გადანაწილდეს ქვეყნებზე, თუმცა პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს ასევე „სერუმ ინტიტიტუთან“ მილიონი დოზა „ნოვავაქსის“ შესყიდვაზე.

ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, თან უკვე არა "კოვაქსის" გავლით, არამედ პირდაპირ შესყიდვაზე და მათგან ველოდებით მოწოდების პირობებს. პირველი მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ჯონსონ და ჯონსონთანაც“. წლის ბოლომდე გამოჩნდება ბევრი სხვა ვაქცინა და არჩევანიც იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.