მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს მიმართავს

6050c13a0f526
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.21 18:31
5305
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს და მღვდელმთავრებს ვაქცინაციის პროცესში თანადგომასა და თანამშრომლობას სთხოვს. ამის შესახებ მან NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მედიის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისი გავლენა მოსახლეობის აზრზე მნიშვნელოვანია.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს - მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ტყუილად არ მითქვამს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია მეცნიერულად დასაბუთებულია. ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის სინერგიული დამოკიდებულება აქვს. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომელიც კაცობრიობის ისტორიამ გამოსცადა.

ამიტომ ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო მეტად. ამიტომ, გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს. მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, რომელიც ყოველთვის იმართება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.