მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, გრიპზე აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო კიდევ გახდეს

61a7585ce8515
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 15:25
1371
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრიპის აცრების პროცესი დღეიდან კვლავაც რისკჯგუფებისთვის გაგრძელდება.

როგორც გამყრელიძე ამბობს თუ უფასო ვაქცინაზე დიდი აქტივობა არ იქნება, შესაძლოა, რამდენიმე დღით ისევ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

“დღეიდან ისევ მხოლოდ რისკჯგუფების ვაქცინაციის რეჟიმს დავუბრუნდით. ჩვენგან ასევე გაეგზავნა ცირკულარი ყველა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გრიპზე ცრიან. ამოღებული იქნა ინფორმაცია რამდენი დოზაა ქსელში დღეს და ორი კვირის ვადა მივეცით რისკჯგუფების აცრისთვის. თუ ვნახავთ, რომ დიდი აქტივობა არ იქნება, შესაძლებელია ისევ ერთი ან ორი დღე გამოვაცხადოთ თავისუფალი აცრებისთვის. ასეთია დღეს სტრატეგია”, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, პირველ დეკემბრამდე უფასო აცრებით დიდი აქტივობა მხოლოდ თბილისში იყო. 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს უფასოდ შეეძლო.