11.ივლისი .2022 14:23

„ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ... გაათმაგებული ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“ - პრემიერი

„ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ... გაათმაგებული ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“ - პრემიერი
views 726
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მთავრობის კეთილსინდისიერების და გლობალური მშვიდობის 2022 წლების ინდექსებში საქართველოს რეიტინგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პირველ შემთხვევაში 35-ე, ხოლო მეორე შემთხვევაში მეორე ადგილასაა, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

თუმცა პრემიერი აცხადებს, რომ მიღწეული შედეგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირების მიზნით, მუშაობა გაათმაგებულ ტემპში უნდა წარიმართოს.

„ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მთელ მსოფლიოში პროცესები რეცესიისკენ მიიმართება, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე ჩვენი გუნდის დამსახურებაა.

ამას შენარჩუნება სჭირდება და ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, კიდევ უფრო გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: გლობალური მშვიდობის ინდექსი ივნისში გამოქვეყნდა, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი კი - მიმდინარე წლის თებერვალში.