მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამით ბათუმის მმართველობა აღიარებს, რომ ქალაქს ვერ მართავს" - ანა ბიბილაშვილი უკანონოდ აშენებული შენობების კანონპროექტზე

6469ee7fa7713
მარიამ იზორია
21.05.23 19:44
604
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

რატომ დადგა აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების საჭიროება ბათუმში? - ამ შეკითხვას გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში "ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პასუხობს. ანა ბიბილაშვილის შეფასებით, კანონპროექტით ქალაქის მმართველობა აღიარებს, რომ ის ვერ მართავს ქალაქს.

„ქალაქის მმართველობა აღიარებს, რომ ის ვერ მართავს ქალაქს. მან თუ დაუშვა ამდენი კანონდარღვევა გამოდის, რომ ის ვერ აკეთებს რაღაცას კარგად ან თვალს ხუჭავს, რაღაც კორუფციული გარიგებების გამო, კორუფციაზე, რაზეც ბევრი ბათუმელი საუბრობს, როდესაც მერიამ იცის დარღვევის შესახებ, მაგრამ არ აჩერებს მშენებლობას.

დღეს ვხედავთ შედეგს, რომ მთავრობა, რომელმაც თვალი დახუჭა და ვერ მართა ეს პროცესი გვაიძულებს, რომ არსებული მდგომარეობა როგორც მოცემულობა ისე მივიღოთ“, - აღნიშნავს ანა ბიბილაშვილი.