მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამჟამად საქართველოში 2 135 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა

603e8a1846329
თამთა ჯიჯავაძე
02.03.21 23:52
328
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 2 135 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 460 იყო.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 265 686-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 163 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 532-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 2 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 237 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 149 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 471 პირია. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 22 900, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 895, PCR ტესტით - 6005.

დადებითობის მაჩვენებელი კი შემდეგნაირად გამოიყურება: დღიური - 2,01%, ბოლო 14 დღის - 1,78%, ბოლო 7 დღის - 1,4%.