04.მარტი .2021 23:50

ამჟამად საქართველოში 2 212 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა - სტატისტიკა

ამჟამად საქართველოში 2 212 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა - სტატისტიკა
views 307
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 2 212 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 271 872 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 133 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 266 081-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 276 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 553-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 4 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 316 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 150 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 426 პირია.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 10 678, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 456, PCR ტესტით - 5 222 იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 1,25%, ბოლო 14 დღის - 1,65%, ბოლო 7 დღის - 1,25% იყო.