მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამჟამად საქართველოში 2 420 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა - სტატისტიკა

6042765a59cfb
თამთა ჯიჯავაძე
05.03.21 23:50
352

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 2 420 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 272 262 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 390 იყო.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 266 253-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 172 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 563-ს შეადგენს.

ხოლო ბოლო 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 5 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 300 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 154 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 379 პირია.

ასევე, ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 22 022, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 350, PCR ტესტით - 8672. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 1,77%, ბოლო 14 დღის - 1,62%, ბოლო 7 დღის - 1,31% იყო.