მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამოიწურა თუ არა დავა ეროვნულ ბანკსა და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" შორის?

5f9556b2ee2d1
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 16:19
1360

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფსა“ და ეროვნულ ბანკს შორის დავა ჯერ კიდევ არ ამოწურულა. როგორც GHG-ს აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გამყრელიძე ამბობს, საკითხი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ღიაა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ცენტრალური ბანკისგან ნებართვას ითხოვდა, რათა სასესხო დაფინანსება მიეღო „საქართველოს ბანკისგან“, თუმცა კომპანიას ლიკვიდურ აქტივებთან წვდომა ეროვნული ბანკის რეგულაციით შეზღუდული აქვს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეს სებ-ის გაუგებარ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას უკავშირდება, რადგან "ჯანდაცვის ჯგუფი" "საქართველოს ბაკთან" ურთიერთდაკავშირებულ პირად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” ეროვნული ბანკისთვის 20 მარტს გაგზავნილი წერილით ასაბუთებს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.

სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" დაფინანსების მიღებისთვის მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ეწარმოებინა და $25 მილიონიც სწორედ მათგან მოეზიდა. 

"EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს, რომ წერილზე გაეცა პასუხი"-აცხადებდა გამყრელიძე. 

GHG-ის აღმასრულებელი დირექტორი ხისტი მიდგომების გამო ცენტრალურ ბანკს და მის მენეჯმენტს დღესაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ასეთი მიდგომით ერთ-ერთი მსხვილი ინსტიტუციის მიმართ ნდობა, მათ შორის ინვესტორების მხრიდან, იკარგება. 

ამ თემასთან დაკავშირებით სებ-ის პოზიცია იხილეთ სრულად ბმულზე.

„საკითხი კვლავ, სამწუხაროდ ღიაა. საკითხში არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ჩვენ თვითონ მოვახერხეთ გადალაგება იმ მხრივ, რომ ჩვენმა ერთ-ერთი ჯგუფის კომპანიამ "ჯორჯიან გლობალ უთილითიმ“ ევრობონდი გამოუშვა და შესაბამისად ლიმიტები განთავისუფლდა ლოკალურ ბანკებში. ეროვნული ბანკის ის ხისტი მიდგომა დარჩა ისევ ხისტ მიდგომად და ძალიან სამწუხაროა, ზოგადად, რომ ...

აქ ხომ ჩვენზე არ არის საუბარი, აქ მივდივართ ბიზნესის ნდობაზე მსხვილი ინსტიტუციის მიმართ, რასაც ეროვნული ბანკი ჰქვია და კონკრეტულად მისი მენეჯმენტი. ანუ კომუნიკაციის ეს დეფიციტი და ნაკლები ტრანსფარანტულობა იწვევს ნდობის დეფიციტს და ამას მარტო მე არ ვიძახი. არაერთ მსხვილ ბიზნესმენს უთქვამს, რომ ეს ნდობის დეფიციტი არსებობს და ამას სად მივყავართ ხო ... ნდობის დეფიციტს მივყავართ შეფერხებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, პირდაპირი განმაპირობებელია, როდესაც არ ვიცი ყველაზე მსხვილი მონეტარული ინსტრუმენტების მქონე ინსტიტუტის პოლიტიკა რა არის, მარეგულირებლის პოლიტიკა რა არის, მე, როდესაც ვარ უცხოელი ინვესტორი და ვდებ ფულს უცხოურ ვალუტაში...

ხისტი როდესაც არის და ნაკლებად ტრანსფარანტული და მიდგომ არის "ჩვენ ვიცით ყველაფერი და სხვამ არაფერი იცის", სამწუხაროდ, ეს განაპირობებს ამ მისკომუნიკაციას. შესაბამისად არღვევს ინვესტორების აპეტიტსაც, რომ ფული ჩადონ, იმიტომ, რომ მარტივია: ჩვენ არ ვიცით რა ღირს ლარის რისკი დღეს, როდესაც ვართ ინვესტორი და როდესაც არ ვიცი რა ღირს ლარის რისკი, შეიძლება დავარქვათ ამას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს სუსტი ლარის პოლიტიკა.

ძალიან რთული ხდება, როდესაც გარედან ჩვენ გვინდა უცხოურ ვალუტაში ფული ჩავდოთ და არ ვიცით ლარის რისკი რა ღირს. ასეთ დროს ჩვენ შეიძლება გავიწიოთ და აღარ ჩავდოთ ფული“-განაცხადა ნიკა გამყრელიძემ #Forbesკვირა-ში.