მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამომრჩეველთა აღრიცხვა, ზეწოლა, სავარაუდო მოსყიდვა - ISFED-ი გამოვლენილ დარღვევებზე

617e5d1b8e617
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 13:33
571
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესში ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ISFED-ის დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო კომისიებში დარღვევებთან დაკავშირებით სულ 161 საჩივარი შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კონკრეტული დარღვევების სახეები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საერთო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტებს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე ნეგატიურად აისახა, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

„უბნის გარე პერიმეტრებს 100 უბნის მიმდებარედ ვაკვირდებოდით, სადაც 34 უბანზე პირთა საეჭვო შეკრება შეინიშნებოდა, აქედან 15 უბანზე 100 მეტრამდე პერიმეტრში, რაც კანონმდებლობის ცალსახა კანონდარღვევას წარმოადგენს; 11 უბანზე შეინიშნებოდა 100 მეტრის გარე პერიმეტრზე, ხოლო 8 უბანზე როგორც 100 მეტრის რადიუსში, ასევე მის გარეთ.

11 უბანზე ხორციელდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა; ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები 8 უბანზე გამოვლინდა; სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 უბნის გარეთ; 2 უბნის შემთხვევაში კენჭისყრის შესასვლელთა სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტები გამოვლინდა; 10 უბანზე ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება და ხმის მისაცემად ტრანსპორტით გადაყვანა შეინიშნებოდა; 5 უბანზე კომისიის წევრების კომისიის გარეთ მყოფ პირებთან საეჭვო კომუნიკაცია შეინიშნებოდა;

რაც შეეხება უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დაკვირვება 542 სტატიკური დამკვირვებლით განხორციელდა.

542 უბნიდან - 502 დილის 8 საათზე, ხოლო 40 უბანი ოდნავი დაგვიანებით 08:20 სთ-მდე გაიხსნა; 542-დან 540 კომისიის წევრთა უფლებები წილისყრით გადანაწილდა; 534 უბანზე მარკირება კანონით დადგენილი წესით კეთდებოდა, თუმცა მარკირების შემოწმების პროცედურები როგორც შემოწმება, ასევე თავად მარკირება ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა და ვფიქრობთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომ ადამიანებს ხმის მიცემა მრავალჯერადად შეეძლოთ. ასეთი არაერთი ფაქტი გვქონდა თბილისში, ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებში.

პროცედურული პრობლემები ნაკლები იყო, თუმცა პრობლემას დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ დილით დროულად დაუშვეს, 10 უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა დაფიქსირდა და მათზე ზეწოლა-მუქარის შედეგები, ერთ შემთხვევაში ფიზიკური ზეწოლის სახით; 7 საარჩევნო უბანზე ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა - ეს იყო ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის საარჩევნო ოლქები; 16 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო სიებთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, ოზურგეთის და თელავის საარჩევნო ოლქებში“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.