მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამსტერდამის ისტორიული ცენტრის მცხოვრებლებს ტურისტებისთვის ბინების მიქირავების უფლება კვლავ ექნებათ

60523868cf27a
თამთა ჯიჯავაძე
18.03.21 00:30
1139
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისტორიული ცენტრის მცხოვრებლებს ტურისტებისთვის ბინის მიქირავების უფლება კვლავ ექნებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა.

შეგახსენებთ, ამსტერდამის საბჭოს მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ Airbnb-ითა და სხვა პლატფორმებით ცენტრალურ ნაწილში ბინების გაქირავება შეზღუდულიყო, ვინაიდან ეს ადგილობრივებისთვის გამაღიზიანებელ გარემოს ქმნიდა ტურისტების ქცევიდან გამომდინარე. შესაბამისად, გასულ წელს ქალაქის ისტორიულ ნაწილში მოგზაურებისთვის ბინების მიქირავება აიკრძალა.

შემდეგ უძრავი ქონების მფლობელთა ასოციაციამ ადგილობრივ სასამართლოს მიმართა და შედეგიც მიიღო. სასამართლომ განაცხადა, რომ აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოიფიქრებენ, რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას.

ცნობისთვის, ამსტერდამი წლის განმავლობაში საშუალოდ 4.5 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 900 000-ია.