მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა დოლიძე "ევროპაბეთის" კამპანიას "პასუხისმგებლიანი თამაში" პოზიტიურად აფასებს

5dee61d723536
BM.GE
09.12.19 18:55
1757
კამპანია „დაიცავი შენი შვილის“ ლიდერი, ანა დოლიძე, რომელიც აზარტული თამაშების წინააღმდეგ თანამოაზრეებთან ერთად იბრძვის, ფეისბუქზე „ევროპაბეთის“ დღევანდელ ინიციატივას „პასუხისმგებლიანი თამაშის“ შესახებ ეხმაურება და კომპანიისგან აღნიშნულ ნაბიჯს მოძრაობის მიერ მიღწეულ გამარჯვებად აფასებს.

„ამას ჩვენ ვითხოვდით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება არასრულწლოვნების დაცვა ონლაინ-კაზინოებისა და სახმელეთო კაზინოებისგან. პირველი, რაც უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება კომპანიის მხრიდან მხოლოდ მისასალმებელია და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მობილიზების, მოთხოვნისა და ბრძოლის შედეგი, არაფერი მოიპოვება მარტივად. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, იმიტომ რომ დუმან უამრავი სხვა მსხვილი კომპანიები და, რაც მთავარია, დუმს სახელმწიფო. როგორ შეიძლება, რომ პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, ასწრებდეს რომელიღაც კომპანია. ეს არის სამარცხვინო ჯანდაცვის კომიტეტის და სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტებისთვის; გნათლების და ეკონომიკის კომიტეტისთვის ცალსახად. და მესამე, ჩვენ მოვახდენთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ბიზნესმა უბრალოდ გააკეთოს რაღაც განცხადება და ჩვენ ამით დავკმაყოფილდეთ და გავჩერდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებების შესრულება“, – აცხადებს ანა დოლიძე ფეისბუქ-მიმართვაში.

ანა დოლიძე მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდნენ კომპანია „ევროპაბეთის“ წარმომადგენლებს და გააცნონ მათ დეტალურად თავიანთი მოთხოვნები და ის ადამიანები, რომლებიც დღესაც წვალობენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო.

აგრეთვე დოლიძე მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ განიხილოს 10 000 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია აზარტული თამაშების შეზღუდვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „დაიცავი შენი შვილის“ მთავარი მოთხოვნებია რეკლამის აკრძალვა და არასრულწლოვნების დაცვა სათამაშო ბიზნესისგან.

დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.