მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა გეგია: ვიმედოვნებ, ლოგისტიკის სფეროს სახელმწიფო მეტ ყურადღებას დაუთმობს

5f732101a4e20
BM.GE
29.09.20 15:52
849
ლოგისტიკური კომპანია MGL Georgia-ს თბილისის ფილიალის ხელმძღვანელის ანა გეგიას განცხადებით, გაძვირებული ტარიფები და დაგვიანებული რეისები კომპანიას პრობლემებს უქმნის.

როგორც bm.ge-ის MGL Georgia-დან აცნობეს, იმედოვნებენ, რომ ლოგისტიკის სფეროს სახელმწიფოს მხრიდანაც მეტი ყურაღება დაეთმობა.

„გლობალური ეკონომიკა დამოკიდებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის მომარაგების შესაძლებლობაზე და როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც ყველაზე სწრაფი და საიმედო გადაზიდვაა საჰაერო ტრანსპორტირება. საერთო მონაცემებით, საჰაერო ტვირთის გადაზიდვა 6 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელია, რაც მსოფლიო სავაჭრო ღირებულების დაახლოებით 35%-ია.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირება ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი ტვირთის გადაზიდვას როგორიცაა საკვები, საფოსტო გზავნილები, ავტონაწილები, ელექტრონიკა, მცენარეები, ვაქცინები, მედიკამენტები, მაღალი ღირებულების საქონელი და სხვა.

მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში შეფერხდა მაშტაბური დაგეგმილი პროექტები, გაიყინა მსოფლიო. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც არ შეუჩერებია ფუნქციონირება გახლავთ სატრანსპორტო მომსახურეობა. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საჰაერო გადაზიდვების როლი სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

პანდემიის დროს და ახლაც, სამწუხაროდ, ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გაძვირებული ტარიფები და დაგვიანებული რეისები, მართალია, პრობლემების მიუხედავად დიდი დატვირთვით მუშაობდა საჰაერო ტრანსპორტირება, როგორც კერძო ასევე ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ აღნიშნული პრობლემები მნიშნველოვნად აფერხებს პროცესს და მიღებული შედეგიც არასახარბიელოა. თუმცა ასევე აღვნიშნავ, ჩვენი კომპანიის, კერძოდ, თბილისის ფილიალის ხელმძღვანელობით განხორციელდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის საჰაერო ტრანსპორტირება, როგორიცაა პირბადეები, მედიკამენტები ,სამედიცინო აღჭურვილობა და სპეციალიზირებული ტვირთები.
ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომები თითოეულ შეკვეთაზე ყოველთვის იყო ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათი.

ვიმედოვნებ, სახელმწიფოს მხრიდანაც მეტი რესურსი გამოიყოფა და უფრო დიდი ყურაღება დაეთმობა ლოგისტიკის სფეროს, რომ ჩვენ, სატრასნპორტო კომპანიებმა უფრო მეტად შევძლოთ მაღალი ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მომსახურეობის მიწოდება“, - აცხადებს MGL Georgia-ს თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი ანა გეგია.
(R)