ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Theneo, საერთაშორისო სტარტაპ-კონკურსის, Golden Kitty Awards-ის ფინალში მოხვდა, - ამის შესახებ Theneo-ს დამფუძნებელმა, ანა რობაქიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. აღნიშნული კონკურსი, რომელიც ახალი პროდუქტების მსხვილი ამერიკული პლატფორმაა, Product Hunt-ი ატარებს, სტარტაპერებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - სტარტაპები ოცდაოთხ კატეგორიაში ფასდებიან, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, რომელშიც Theneo მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ Theneo-სთან ერთად, კონკურსის ფინალისტებს შორისაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკომუნიკაციო პლატფორმა, ChatGPT-ც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, $29 მილიარდადაა შეფასებული. ამასთანავე, ფინალისტებს შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კიდევ ერთ დიდ პლატფორმას, Dall-E-2-ს ვხედავთ, რომელიც ტექსტს სურათებად გარდაქმნის.
საქმე ის არის, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაციის შექმნას მარტივად და სწრაფად სთავაზობს. თავისი არსით, API-დოკუმენტაცია ინსტრუქციულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელთა დახმარებით აპლიკაციებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უმარტივდებათ.
„ჩვენთვის ეს კონკურსი და ის, რომ ჩვენი პროდუქტი ChatGPT-სა და Dall-E-ს მსგავსი გიგანტების უტოლდება, ვალიდაციაა იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ამასთანავე, ეს კარგი სიგნალია ინვესტორებისთვისაც. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Product Hunt-ის კონკურსები ჩვენს კლიენტებს აინტერესებთ და თუ ამ კონკურსში გავიმარჯვებთ, Theneo კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა რობაქიძე BM.GE-სთან საუბრისას.
Golden Kitty Awards-ის კონკურსში გამარჯვებისთვის, Theneo-მ ხელოვნური ინტელექტის კატეგორიის სხვა ფინალისტებზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს. ქართული სტარტაპისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე არის შესაძლებელი, რომლიდანაც ხელოვნური ინტელექტის (ინგლ. AI) კატეგორიაზე უნდა გადახვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა 20 იანვრამდე არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა. ამასთანავე, გასულ წელს, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-შიც გაიმარჯვა. გასული წლის მონაცემებით, Theneo-ს $1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა მოზიდული და თან, ის პირველი ქართული „უნიქორნობის“, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისთვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამასთანავე, ანა რობაქიძე Forbes-ის 30-წლამდელთა ელიტური კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულიცაა, ტექნოლოგიების კატეგორიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი