მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anadolu Agency: თურქული თვითმფრინავი უხანიდან 49 მგზავრს ჩამოიყვანს, მათ შორის 7 ქართველს

5e32a7de7cee0
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 14:00
2490
როგორც სააგენტო Anadolu Agency-ი იუწყება, თურქული თვითმფრინავი ანკარის Etimesgut Military Airport-იდან ამჟამად მიფრინავს ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი 49 მგზავრს ჩამოიყვანს.

სააგენტო იუწყება, რომ 49 მგზავრიდან, 34 თურქი, 7 ქართველი და 7 აზერბაიჯანელი მგზავრია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.