მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაფილაქსიის განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს - NCDC-ის განმარტება

6055efa59c724
თელარა გელანტია
20.03.21 16:49
911
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ ანაფილაქსიის განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.

„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა.

ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, - წერს NCDC.

როგორც ცნობილია, ახალციხეში 27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.