მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაგი: “თუ სუბსიდირება არ გაგრძელდება, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება"

6002e31dad199
ანა ჯოხაძე
17.01.21 10:00
2110
Cushman & Wakefield Georgia-ს ვარაუდით, იანვრიდან დეკემბრამდე სამშენებლო სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდება, გაგრძელდება გაყიდვების კლების ტენდენციაც. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა სამშენებლო სექტორის სუბსიდირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

როგორც ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, 2020 წელს კრიზისის გადალახვაში სწორედ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა დაეხმარათ. კომპანია ანაგის გენერალური დირექტორი თქმით, თუ სექტორის სტიმულირება არ გაგრძელდება უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდება.

“თუ ის სუბსიდიები, რაც უძრავი ქონების ბაზარზე 2020 წელს განხორციელდა არ გაგრძელდება 2021 წელს ეს სექტორში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. აღნიშნული ფაქტორი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას შეამცირებს. ეს კი შემდეგ გავლენას მოახდენს სამშენებლო ბაზარზე და სამშენებლო სამუშაოების მოცულობები შემცირდება”-აცხადებს სამშნებლო კომპანია “ანაგის” გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი.