მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა

615ffad991f02
BM.GE
08.10.21 12:00
1817
ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.

bm.ge დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს და დეტალები ზუსტდება.

მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უფრო მეტ ინფორმაციას უახლოეს წუთებში გაგაცნობთ.