14.აგვისტო .2019 20:30

ანაკლია „Echowaves" ფესტივალისთვის ემზადება-ფოტო

views 246
უკან

22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს - "Echowaves" - ს უმასპინძლებს.

ფესტივალისთვის მზადების ეტაპი უკვე დაწყებულია. როგორც ორგანზიატორები აცხადებენ, ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, ზღვის სანაპიროზე 8 მოქმედი სცენა განთავსდება.

ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ბარების, კაფეების და სცენების მშენებლობის ინტენსიური პროცესი. დაწყებულია ფესტივალის ტერიტორიის გაფორმებაც.




წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის დამსვენებლებს, გვექნება რამდენიმე ახალი სცენა. მათ შორის არის OCTAGON STAGE, რომელიც ტექ-ჰაუსის და მელოდიური ტექნოს სცენაა. ასევე ველოდებით მთავარი სცენის ჩამოსვლას, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა და დავიწყებთ აპარატურის გამართვას“-აცხადებს F&B მენეჯერი ჯაბა კიკვიძე.


დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 8 განსხვავებულ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარსდგება.




საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ "კარვების ქალაქის" მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრებს განთავსების საშუალება ექნებათ.




"Echowaves" - ი "EXIT" - ის ქოლგის ქვეშ იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო.

საქართველოში ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს Check-In-Georgia წარმოადგენს. ,,გასულ წელს "Echowaves"- ს საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მედიაში.

სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფოს ბიუჯეტში ფესტივალის მეშვეობით 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ფესტივალებზე ათასობით და ათიათასობით ადამიანი იკრიბება და ამიტომ, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, უსაფრთხო გარემოს შექმნაზეც აქვთ პასუხისმგებლობა.

ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან. წელს პირველად, ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის Echowaves-ზე ორგანიზაციები Mandala და Safewaves - იმუშავებენ , რომლებიც ნარკოტიკისა და ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანის შემცირებას უზუნველყოფენ და შესაბამისად, სტუმრები ფესტივალის ტერიტორიაზე სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობენ" - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ცნობილია ფესტივალის შემსრულებლების სიაც, რომელსაც კიდეც რამდენიმე ცნობილი სახელი დაემატება: NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა