ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში 150 ადგილობრივი გადამზადდა. ზუგდიდის ტექნო-პარკში ანაკლიის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იტყობინება.
სასწავლო კურსები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID "ზრდა" პროექტის დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" ორგანიზებით ჩატარდა და შემდეგი დარგები მოიცვა:
- ინგლისური ენა (6 თვე)
- კომპიუტერული პროგრამები (5 თვე)
- სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა (დამლაგებელი) (3 თვე)
- სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალობა სასტუმროში (5 თვე)
- მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე).
პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 150 ადგილობრივი მაცხოვრებელი უსასყიდლოდ გადამზადდა. სასწავლო კურსები ანაკლიასა და ზუგდიდში გაიმართა.
USAID "ზრდა" პროექტი მხარდაჭერით მსგავსი ტრენინგების ჩატარება სამომავლოდ ისევ იგეგმება. მომავალი სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა