13.თებერვალი .2020 15:52

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არბიტრაჟს სავარაუდოდ მარტში მიმართავს

views 281
უკან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არბიტრაჟს სავარაუდოდ მარტში მიმართავს, - ამის შესახებ კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვდელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ აპირებს არბიტრაჟში წასვლას.

როგორც ახვლედიანი ამბობს, კონსორციუმი მთავრობის მიერ დაკისრებულიპირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, დღესდღეობით არანაირი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გადაუდგამს მთავრობას იმისთვის, რომ აარიდოს თავი საარბიტრაჟო დავას, შესაბამისად, თუკი ეს ორ თვიანი პერიოდი ჩაივლის უშედეგოდ, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საარბიტრაჟო დავას. ფოთის პორტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებული იყო ინფომაციები და მინდა სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია იმდენი ტვირთბრუნვა, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს გამართლებული, აქედან გამომდინარე, თუ მთავრობნა „APM ტერმინალზე“ გასცემს ნებართვას, ავტომატურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პორტის პერსპექტივა დასამარებული იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული ბერკეტი იმისთვის, რომ ფოთის პორტის პროექტს დაავალოს რაიმე პროექტის განხორციელება, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული პრივატიზების ხელშეკრულებით, ანუ ფოთის პორტის ბედი წყდება არა თბილისში, არამედ დანიაში, APM ტერმინალში. პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს წერილობითი ინფორმაციის მიმოცვლა მთავრობასთან, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრა არ დანიშნულა. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა წამოგვყვება ამ შეხვედრაზე, თუმცა თუ უშედეგოდ დასრულდება ეს შეხვედრები, მაშინ აუცილებლად მარტის მეორე ნახევარში მივმართავთ საარბიტრაჟო დავის მოთხოვნით, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა. მოთხოვნა გვაქვს ერთი, რომ აღდგეს ხელშეკრულება, რაც არის ყველაზე სწორი და იოლი გზა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და თუკი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს მთავრობა, მაშინ გვექნება ფინანსური მოთხოვნა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ფოთის პორტი დღეს არის მონოპოლიურ მდგომარეობაში და ბოლო წლების განმავლობაში APM ტერმინალი აქტიურობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ანაკლიისთვის.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას, როგორც ლევან ახვდელიანი ამბობს, ის ნებართვა, რომელიც გაიცა და გაუქმდა შარშან მაისში, ეს იყო სწორედ ქობულიას მინისტრობის დროს.

„საკმაოდ დაფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, რაც ჩემი აზრით, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და არანაირი შეკითხვა არ დასმულა მთავრობის მხრიდან. აღიარეს, თითქოს შეცდომა იყო და დაასრულეს საუბარი ამ საკითხზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა