31.დეკემბერი .2019 18:29

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

views 964
უკან

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს.

არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით, ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.

კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა