მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმი" "კონტის" გადაწყვეტილებაზე: ჩვენ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა...

5db4010b15afa
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.19 12:14
1559
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი „კონტი“ ჯგუფის მიერ გუშინ bm.ge-სთვის გამოგზავნილ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. „კონტი ჯგუფი“ bm.ge-სთვის ოფიციალურად მოწერილ წერილში წერდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი ანაკლიის პროექტში ბრუნდებიან არასწორია და ისინი ელოდებიან აქციების გამოსყიდვას, რათა მალე დატოვონ ანაკლიის პორტის პროექტი. მანამდე ანაკლიის კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი წერდნენ, რომ „კონტიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა და აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.

ლევან ახვლედიანი დღეს განმარტავს, რომ მოხდა „კონტის“ მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და „კონტი“ უახლოეს მომავალში პროექტიდან გასვლას არ აპირებს. ამერიკელი ინვესტორის პროექტში დარჩენის მიზეზი კი ფორმალურია - ოქტომბრის ბოლომდე მათ აქციების გასხვისება უნდა მოეხდინათ, რაც დროში ვერ მოესწრო.

“მათ დააფიქსირეს საკუთარი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით, ეს სამწუხაროა. ჩვენ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებუილ ინფორმაციის. ფაქტები არის იგივე, ტრანზაქცია, რომელიც შეთანხმდა ზაფხულის განმავლობაში, მერე გასაჯაროვდა სექტემბრის დასაწყისში თუ აგვისტოში. იყო დაგეგმილი, რომ ოქტომბრის ბოლომდე იქნებოდა ყველა ფორმალობა ნებართვები, მათ შორის მთავრობისგან აღებული, ამ ფორმალობების დასრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ტრანზაქცია არ შედგა, კონტის აქციების გასხვისება აღარ მოხდა და რჩებიან ისინი აქციონერებად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაცია არ იგეგმება“,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.