მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმი: მივესალმებით გადაწყვეტილებას კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით

5da6dff7e6ad6
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.19 13:20
1032
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიერ 12:00-ზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ახვლედიანი ამასთანავე იმედოვნებს, რომ პროექტის შესახებ მსჯელობა კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის საქმიან გარემოში, არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით გაგრძელდება. 

"გამოვეხმაურები მთავრობის დღევანდელ განცხადებას. ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით არის მისასალმებელი. ჩვენ ჩვენი პოზიცია და ზოგადად კომპანიის სტატუსი საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. არის კონკრეტული დაბრკოლებები პროექტის მიმდინარეობაში, რომელიც არის ერთობლივი ძალებით გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თავად არშეწყვეტის გადაწყვეტილება არის მისალალმებელი, მაგრამ ახლა არის საჭირო, რომ ორივე მხარე ერთობლივი ძალისხმევით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც არის გადასაჭრელი, რათა პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული პარტნიორული დამოკიდებულებით და პარტნიორული ნაბიჯებით განპირობებული'' - ამბობს ლევან ახვლედიანი. 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო კონსორციუმს "ბოლო შანსს" აძლევს. 

"მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ და ეს არის ვალდებულებების შესრულების უკვე მე-6 გადავადება და კონსორციუმს გადავადებით დადგენილი ვადა წლის ბოლომდე აქვს. მგონია, რომ საზოგადოებაში სრული კონსესუსი არსებობს, რომ ჩვენ ვადების გადაწევას უსასრულოდ ვერ მოვახდენთ. ეს უნდა იყოს ბოლო შანსი," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ლევან ახვლედიანის განცხადება:



შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობისთვის შუალედური ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომბეტრს ამოეწურა. კონსორციუმმა მთავრობას ADB-ის, EBRD-ის, OPIC-ისა და EIB-ის წინასწარი თანხმობა ჯამში $400 მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ ვერ წარუდგინა. ამასთანავე, კონსორციუმმა ვერ წარადგინა მინიმუმ $120 მილიონიანი კაპიტალის მოთხოვნა, რაც ასევე შუალედურ მოთხოვნას წარმოადგენდა.