„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.
მათი თქმით, პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.
"2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია.
კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.
უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.
კონსორციუმის განცხადების თანახმად, „მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია რა არანაირი შემარბილებელი ღონისძიება.
თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას“- ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?