მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმი: თუ მთავრობა ჩვენთან ხელშეკრულებას შეწყვეტს, პროექტი დიდი ხნით გაჩერდება

5da5ad6c0231d
ლიკა გურაბანიძე
15.10.19 15:33
900
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტი დიდი ხნით გაჩერდება.


საქმე იმაშია, რომ ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეს 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, კონსორციუმთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტოს. 


„დღეს ითქვა, რომ თუ ჩვენ ხვალამდე კონკრეტულ დოკუმენტებს არ წარვადგენთ, მთავრობას უფლება აქვს, ხელშეკრულება შეწყვიტოს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თუ მთავრობა ამ გზას დაადგება, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს აღარ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა  გონივრულ ზომებს მიიღებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.


რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლომდე კონსორციუმმა ორი ვალდებულება უნდა შეასრულოს: უნდა წარმოადგინოს საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები და ასევე, უნდა წარადგინოს საინვესტიციო ბანკების მიერ $400 მილიონის ოდენობით სესხის გამოყოფაზე წინასწარი თანხმობის დოკუმენტი.