21.ოქტომბერი .2019 18:20

ანაკლიის კონსორციუმის 4.16%–იანი წილი Van Oord–მა შეიძინა

views 873
უკან

Van Oord International, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging&Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენ, შეიძენს Anaklia Holding JSC-ის აქციების 4.16%-იან წილს. თავის მხრივ, Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფლობს.

„Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული. ვან ოორდმა განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები პროექტის დაწყებისას. ასევე, ვან ოორდის ADC–სთან წარმატებული პარტნიორობის მანძილზე, შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღმავებელი სამუშაოები, რომლების ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია, რომ „ვან ოორდი“ მნიშვნელოვან ღირებულებას მოუტანს პროექტს თავისი 150–წლიანი გამოცდილებით ისეთ ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებში, როგორებიცაა „პალმა ჯუმეირას“ კუნძულები დუბაიში, მეორე სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში, როტერდამის „Maasvlakte 2“ პორტის გაფართოების პროექტი და არაერთი სხვა დიდი მასშტაბის პროექტი“, – ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობასთან ამერიკული „კონტი ჯგუფის“ შემცვლელი ინვესტორები უნდა შეათანხმოს. Van Oord–ის გარდა, მეორე ინვესტორად Meridian Capital Limited მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა