მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმის პასუხი მთავრობას: დღეს არანაირი დოკუმენტაციის წარდგენას არ ვაპირებთ

5da5abaae4b85
თელარა გელანტია
15.10.19 15:19
996
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობისთვის კონსორციუმი არანაირი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებს.

ამის შესახებ ახვლედიანმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიერ რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ: ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თუ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოს არ წარუდგენს წინადადებას, რომელიც კონსორციუმის მიერ კაპიტალის $120 მილიონი დოლარით შევსებას და საინვესტიციო ბანკების მიერ $400 მილიონის ოდენობით სესხის გამოყოფაზე წინასწარ თანხმობას შეეხება, სახელმწიფოს ექმნება უფლება, 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმება შეწყვიტოს.

„არანაირი დოუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით, იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესი ჩავრთეთ; მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგადასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოყენებინა მთავრობას ეს ჩვენი განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება ძალიან ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, - განაცხადა ახვლედიანმა.