მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმის საბჭოს წევრი გამოსავალს მოლაპარაკების რეჟიმში ხედავს

5da5b6c18c090
თელარა გელანტია
15.10.19 16:07
1004
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ჟან-პატრიკ ვუაზას განცხადებით, კონსორციუმსა და მთავრობას შორის მოლაპარაკების რეჟიმი მიზანშეწონილი გამოსავლის მოძებნას შესაძლებელს გახდის.

ამის შესახებ ვუაზამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანთან და საბჭოს კიდევ ერთ წევრთან - ტედ ჯონასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები შემოვუერთდით ამ პროცესს, ჩვენ შემოვედით კეთილი ნებით აღჭურვილები და კონსტრუქციული მიდგომით გამსჭვალულები, რომ აღვადგინოთ მოლაპარკების პროცესი, რომ შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების სასიკეთოდ გადადგმა.

მე მჯერა, რომ მოლაპარაკების რეჟიმი შესაძლებელს გახდის მიზანშეწონილი გამოსავალი გამოინახოს და რეალურად შესაძლებელი გახდეს, საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ჩვენ არ შემოვუერთდებოდით ამ პროექტს, რომ არ გვჯეროდეს მისი მნიშვნელობის“, - განაცხადა ვუაზამ.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული.

კონსორციუმის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.