09.იანვარი .2020 09:00

ანაკლიის კონსორციუმის თემაზე მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

views 177
უკან

ანაკლიის კონსორციუმის თემაზე მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ თემაზე მედიასთან კომუნიკაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ექნება.

მთავრობის სხდომა დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, გასული წლის 31 დეკემბერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისთვის იმ ხელშეკრულებების წარდგენის ვადა ამოეწურა, რაც საერთაშორისო ბანკებთან სესხის გამოყოფას და ასევე, პოტენციური ინვესტორის დახმარებით, საკუთარი კაპიტალის შევსებას ეხება.