15.აგვისტო .2019 18:20

ანაკლიის კონსორციუმმა გენერალურ მშენებელთან შეთანხმება დაასრულა

views 180
უკან

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი კომპანია ფრანგული Eiffage გახდა.

Eiffage, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა ევროპაში. პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, ჰოლანდიურ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც Eiffage-თან მიღწეულ შეთანხმებას ასახავს.

"მათთან დავასრულეთ ხელშეკრულებაზე და კომერციულ ტექნიკურ პირობებზე მოლაპარკება.

ეს არის დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი. ერთი წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. ბოლო სამი თვეა, მიდის ინტენსიური მოლაპარაკება კონტარქტორის შესარჩევად და პირობების შესათანხმებლად. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 5000 გვერდს, ამაზე მუშაობდა ათეულობით ადამიანი. დღეს ვაბარებთ ამ შეთანხებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვაბარებთ ბანკებს, რათა მათ განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება.

ეს არის გენერალური კონტრაქტი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პროექტი ტექნიკურად მზად არის იმისთვის, რომ როგორც კი მოხდება მოლაპარაკების დასრულება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ჩვენ შევძლებთ მშენებლობის დაწყებას", - აცხადებს ახვლედიანი.

მისი თქმით, აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 200 მლნ დოლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა