მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტი კრიტიკულად დაგვიანდა... უკვე ოპერირებაში უნდა ყოფილიყო"

5dbc22ce88996
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.19 16:17
1071
“ანაკლიის პორტი კრიტიკულად დაგვიანდა...ანაკლიის პორტი უკვე ოპერირებაში უნდა ყოფილიყო”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ზრდადი ტვირთბრუნვის პირობებში, როგორ აპირებს მთავრობა ამ გამოწვევას უპასუხოს, რამდენადაც ფოთის პორტი მალე თავისი ტვირთბრუნვის მაქსიმუმს მიაღწევს.

“ეს მართლაც მოცემულობაა - ტვირთბრუნვა ჩვენი დერეფნისა და საქართველოს პორტების გავლით ძალიან სწრაფად იზრდება. მაგალითად, გასულ 8 თვეში, ფოთის პორტში მთლიანი ტვირთბრუნვა არის გაზრდილი 37%-ით, ვინაიდან ფოთის პორტის დიდი ნაწილი არის კონტეინერები, ამ ნაწილში არის 45%-იანი ზრდა. ბათუმის პორტში არის შედარებით მოკრძალებული ზრდა, ვინაიდან იქ არის მაინც უფრო ნავთობპროდუქტები, რომელიც ისტორიულად კლებულობს, რადგან მილსადენებს არჩევენ ხოლმე მიმწოდებელი კომპანიები, მაგრამ იქაც არის 5%-იანი ზრდა. ეს ზრდა იმავდროულად არის გამოწვევაც.

როცა ჩვენ, მთავრობის წვერები, ვსაუბრობთ, რომ ანაკლიის პორტი კრიტიკულად დაგვიანდა, სწორედ ამას ვგულისხმობთ. რეალურად წინა შეთანხმების მიხედვით, ანაკლიის პორტი უკვე უნდა ყოფილიყო ოპერირებაში და შეეშველებოდა ფოთსაც და ბათუმსაც იმ ნაწილში, რასაც ჰქვია კონტეინერების გადამუშავება.

აწი და წი უფრო მეტად იმატებს კონტეინერიზებული ტვირთი ჩვენს რეგიონში, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა რეფორმებს ვატარებთ ინფრასტრქტუქტურის გამარტივების, განვითარების თვალსაზრისით. რკინიგზა, გზების მოდერნიზაცია-გაფართოება, უნდა ველოდოთ ძალიან სწრაფ ზრდას. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი. მოვუწოდებთ ინვესტორებს, რომ დროულად ჩამოყალიბდნენ ამასთან დაკავშირებით”,- აცხადებს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. დაგეგმილი იყო, რომ პორტი პირველი გემს 2019 წლის ბოლოს -2020 წლის დასაწყისში მიიღებდა.