14.მარტი.2019 14:06
ეკონომიკა

ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა კასპიის რეგიონის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა

ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა  კასპიის რეგიონის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
13 მარტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მორიგი შეხვედრა გამართეს ანაკლიის პორტის პარტნიორმა ნავსადგურებმა და საზღვაო ოპერატორებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან.

როგორც bm.ge-ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს, სტუმრები გაეცნენ ანაკლიის პორტში მიმდინარე სამშენებლო პროცესს და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და რეგიონის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.

მხარეებმა განიხილეს კასპიის ზღვაზე მიმდინარე სიახლეები, მათ შორის უწყვტი სატრანზიტო მიმიოსვლისათვის აუცილებელი ე.წ. „ფიდერების“, ანუ საკონტეინერო გემების დამატების საკითხი.

“ანაკლიის პორტის პროექტს სწორი გეზი აქვს აღებული. დღეს ჩვენი დერეფანი საქართველოს ნაწილში განვითარებას საჭიროებს და ეს, ინფრასტრუქტურის გაუმართაობით არის განპირობებული. შევხედოთ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მოლოდინებს, თუ რა მოცულობის ტვირთის გადაზიდვაზეა საუბარი ჩვენი საეთო დერეფნის გავლით, ნათლად დავინახავთ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა და ანაკალიას როლი აქ მნიშვნელოვანია“, - განაცხდა ყაზახეთის პორტის - აქტაუს კომერციულმა მმართველმა მარტინ ვოეტმანმა.

კასპიის ზღვის რეგიონის პორტები და საზღვაო ორგანიზაციები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარტნიორები არიან. ბაქოს, კურიკის, აქტაუსა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2017 წელს გაფორმდა. 2018 წელს კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ (TITR) ასოცირებული წევრიც გახდა. TITR-ი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს და მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას.
ავტორი: თელარა გელანტია

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
602

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად