ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებელმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ტერიტორიიდან თავისი ტექნიკის გატანა დაიწყო.
„ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მიწა, რომელიც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა კერძო მესაკუთრეებისგან და გადასცა კონსორციუმს, ის უნდა დააბრუნოს კონსორციუმმა სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად ამ მიწაზე არსებული ტექნიკის გატანას ახორციელებს ჰოლანდიური კომპანია“, - განუცხადეს bm.ge-ს ანაკლიის განვითარების სააგენტოში.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტში სამუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ასრულებდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა და იმ მიწების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა.