„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის განცხადებას - მივესალმებით მის მკაფიო პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება. გამოვხატავთ მზადყოფნას, მთავრობასთან, პარტნიორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად ვიმუშაოთ მისი განვითარების და განხორციელებისთვის. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი და მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი შეიტანა და სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები.
„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც, პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტის მხარდასაჭერად, შემდგომში კი შექმნა ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს ჭირდებოდა. მათ შორის, სრულად იყო უზრუნველყოფილი ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ასიგნებები იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული.
გახსოვთ, ისიც, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა, ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვერდზე არ გადაიდება. პრემიერ მინისტრის განცხადება დღეს იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდა მუშაობა მისი განხორციელებისთვის. მიუხედავად პოსტ-პანდემიური კრიზისისა, იმედი გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ ინვესტორების დაინტერესებას და პროექტის განხორციელებას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება