მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიის პორტის პროექტისთვის ქვეყანა სისტემურად მზად არ არის“ - ვასილ რევიშვილი

6040ec664762e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 19:33
1157
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის პორტის განსახორციელებლად ახალი ინვესტორის მოძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს, რაშიც ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარება. ანაკლიის პორტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება ქვეყნისთვის იყო, არის და იქნება პრიორიტეტული.

გადაცემა „საქმის კურსში“ აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსისტი ვასილ რევიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა სისტემურად და სურვილების დონეზე პროექტის განხორციელებისთვის მზად არ არის.

„ქვეყანა არც მზადაა და არც დიდად სურვილი ჩანს, რომ ხარისხიანი ინვესტიცია გაკეთდეს, განსაკუთრებით ასეთ მსხვილ პროექტებში. ეს გამომდინარეობს სხვადასხვა მიზეზებიდან - ეს არის ინვესტორის თუნდაც დაცულობა, ეკონომიკური პერსპექტივები, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და სასამართლოს სისტემის ხარვეზები ყველგან მოსახსენებელია.

ქვეყანა არ არის მზად სისტემურად. შესაბამისად მგონია, რომ ეს პროცესი გაიწელება, თუმცა იმედი მაქვს, რომ პარალელურად დაიწყება მუშაობა პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც ჯამში მიგვიყვანს ამ მნიშვნეოვანი პროექტის დასრულებამდე“, - აცხადებს ვასილ რევიშვილი.