25.ნოემბერი .2019 11:00

ანაკლიის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა გრძელდება - ანაკლიის კონსორციუმი

views 257
უკან

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, იაპონია - საქართველოს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია იაპონიის საელჩოს მიერ, საქართველოს იაპონიის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია, რომელშიც შედის 20 ცნობილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი, ანაკლიის პორტის სამშენებლო მოედანს და ზონის ტერიტორიას ეწვევიან.

შეგახსენებთ, იაპონიის მთავრობის მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად, 2019 წლის მაისში გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის გენერალური გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩართულიები არიან იაპონური კომპანია, Tomonius Co., Ltd. დაPhnom Penh-ის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელებიც დეტალურ კვლევას აწარმოებენ.

კვლევის მთავარი მიზანია, მოიზიდოს უცხოური კომპანიები ანაკლიაში, მათ შორის იაპონური კომპანიები წარმოებისა და ლოჯისტიკური სექტორში.

Phnom Penh SEZ Plc დაარსდა 2006 წელს, როგორც იაპონური და კამბოჯის კომპანიების ერთობლივი საწარმო. მას შემდეგ წარმატებით განავითარა 400 ჰა მიწა. დღევანდელი მონაცემებით, პნომ პენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ოპერირებს 14 სხვადასხვა ქვეყნის კომპანია, პროექტებში ინვესტირებული 600 მილიონი აშშ დოლარით და 20,000-ზე მეტი დასაქმებული ადგილობრივი მოსახლით. SEZ- ის კლიენტებს შორის არიან წამყვანი იაპონური და სხვა საერთაშორისო კომპანიები.

„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ პნომ პენ-ის SEZ-ს, ნიპონ კოის ექსპერტთან გაერთიანებულს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკუირი ზონის პროექტის ირგვლივ, მითუმეტეს, კამბოჯის დედაქალაქში განოხრციელებული ერთობლივი წარმატებული გამოცდილების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს საკონსულტაციო მომსახურება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ თვითგანვითარებას და პოზიტიურ შედეგებს მოუტანს კერძო იაპონური კომპანიებსაც“, - აცხადებს იაპონიის ელჩი საქართველოში უჰარა ტადაჰარუ.

„საქართველო იაპონიაში კარგად არის ცნობილი სუმოს მოჭიდავე ტოჩინოშინის წყალობით. ახლა ვხვდებით, რომ ანაკლიის პროექტის შემუშავებით, საქართველოს როგორც რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ მოხარულნი ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ანაკლიის პროექტს, SEZ– ის განვითარების მიზნით, ინვესტორების მოსაზიდად და გლობალური კომპანიების, მათ შორის იაპონური, მოსაზიდად“, - განაცხადა პნომპენის Penz SEZ Plc– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოროში უემატსუმ.

თავის მხრივ, ანაკლია სითის და ეკონომიკური ზონის დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ.

„ამჟამად იაპონიიდან წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსული, რომელებიც დაინტერესებული არიან, როგორც საქართველოში ინვესტიციით, ასევე ანაკლიის ეკონომიკური ზონაში თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმოებითიაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში, ვინაიდან იაპონური ინვესტიცია კაპიტალთან ერთან მოიაზრებს მრავალწლიან ცოდნას, გამოცდილებას, ტექნოლოგიების შემოდინებასა და ხარისხს“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა