მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკოსი ლარის გამყარებას სეზონურობით და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ხსნის

5df0ea1cd8299
თათია ჩაფიჩაძე
12.12.19 09:00
3459
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსი გია ჩქოფოია ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარებას სეზონურობით და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამცარებით ხსნის. 

ამასთან, როგორც ჩქოფოიამ bm.ge-ისთან განაცხადა, გაზრდილია ფულადი გადმორიცხვებიც, რამაც დადებითი ტენდენცია გამოიწვია, თუმცა მიუხედავად ეროვნული ვალუტის გამყარებისა, ჩქოფოია ამბობს, რომ „მოკლევადიან პერიოდში ამას ფასებზე ასახვა არ ექნება”.

„ლარის მიმდინარე გამყარების ტენდენციას ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები უმაგრებს ზურგს, როგორიც არის გაზრდილი სავალუტო შემოდინება. ახალი წელი მოდის და ეს პერიოდი მზარდია ხოლმე შემოდინების კუთხით. გადმორიცხვებსა და გადარიცხვებს შორის დადებითი ბალანსი შენარჩუნდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ექსპორტთან დაკავშირებითაც, მაშინ როდესაც იმპორტი შემცირდა წინა წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით. ამ ფაქტორებმა და ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ დადებითი ეფექტი იქონია ლარის კურსის გამყარებაზე. როგორვ წესი არ ვართ ხოლმე განებივრებული სებ-ის მხრიდან სწორი ნაბიჯებით, თუმცა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნამდვილად სწორი იყო. ამას ინფლაციასთან მიმართებაში მოკლევადიანი ეფექტი არ ექნება, ეს მომავალში შეიძლება აისახოს ფასებზე, თუმცა გრძელვედიან პროგნოზზე ცალხსად რაიმეს თქმა დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე რთულია; არ ვიცით, გზად კიდევ რა შეგვხვდება”, - განაცხადა ჩქოფოიამ.

შეგახსენებთ: გუშინ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაამკაცრა.