მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანალიზები აღებულია, კორონავირუსი არ ფიქსირდება" - ამირან გამყრელიძე

5e32e84cbd95a
ინგა მურუსიძე
30.01.20 18:28
1787
საქართველოში კორონავირუსი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ყველა იმ გავრცელებულ შემთხვევაზე, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელ შემთხვევაშიც ადამიანები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევაში ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები რამდენიმე საათში იქნება.

„ჩინეთის მოქალაქეები გუდაურიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ოჯახებთან ერთად გადმოვიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იქ ჩატარდა სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი, ამიტომ არავითარ კორონავირუსზე საუბარი არ არის, თუმცა აღებულია ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც ჩატარდება ლუგარის ცენტრში და პასუხები იქნება რამდენიმე საათში, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუშაობს პეკინში, დღეს გამთენიისას ჩამოვიდა საქართველოში, მას სახლში მისვლისას მოემატა ტემპერატურა. ის თვითდინებით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს კვლევები, მოხდა პაციენტის იზოლირება. მიმდინარეობს კვლევები ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე დღეს დაბრუნდა ადამიანი ჩინეთიდან დღის მეორე ნახევარში, რომელსაც ჰქონდა ინფექციის ნიშნები, ხდება ტრანსპორტირება საავადმყოფოში, სადაც აიღებენ სინჯს და უახლოეს საათში პასუხები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.