მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაზღაურების 82% ციფრული არხებით, მომენტალურად ხდება - TBC დაზღვევა

63bbcce0266c5
ინგა მურუსიძე
09.01.23 22:07
757
თითქმის ყველა სერვისი გავაციფრულეთ, ანაზღაურების 82% ციფრული არხებით ხდება, მომენტალურად, - ამის შესახებ TBC დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა, პაატა ღაძაძემ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან გასული წელი შეაფასა და თქვა, რომ კომპანიას ძალიან ბევრი სიახლე განსაკუთრებით დიჯიტალიზაციის ნაწილში ჰქონდა.

„თითქმის ყველა სერვისი გაციფრულებულია. მხოლოდ სამედიცინო დაზღვევაზე მუშაობდა ჩვენი აპლიკაციები და დისტანციური მართვის სისტემები, ახლა საცალო ავტოდაზღვევის ნაწილშიც მოქმედებს. ასევე, ანაზღაურების 82% ციფრული არხებით, მომენტალურად ხდება. ანაზღაურების ყველაზე რეკორდული დრო დაახლოებით 6.5 წუთი დავაფიქსირეთ, როცა 1000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდა.  

ეგეთი ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის იყო, მაგრამ გასულ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოზიციების გამყარება. კარგი ის არის, რომ ავტოდაზღვევის ნაწილში საკმაოდ კარგი პოზიციები გვიჭირავს, ბაზრის წილით პირველები ვართ. ჩვენ შემდეგ ადგილზე არსებულ კონკურენტს საკმაოდ ვუსწრებთ, მაგრამ დაზღვევის ინდუსტრიაში ყოველთვის დიდი პოტენციალი იყო“, - განაცხადა ღაძაძემ.