მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

5e2ac87930ff9
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.20 00:05
1209
როგორც გამოცემა Techradar.Com-ი იუწყება, Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ საკუთარი Twitter-ის გვერდზე Android 11-ის გამოსვლის თარიღი გაასაჯაროვა.

გამოცემის ცნობით, Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაცია 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუშია დაგეგმილი, სადაც ასევე Google-მა დეველოპერების კონფერენცია გაიმართება.

გამოცემის ვარაუდით, ღონისძიებაზე არა მხოლოდ Android 11-ს, არამედ Pixel-ის სმარტფონების განახლებასაც წარადგენენ.

ოპერაციული სისტემის აქტუალური ვერსია Android 10 Google-მა 2019 წლის 7 მაისს გამოუშვა.